საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სასტიკი მკვლელობა - მოკლულია ცოლ-ქმარი

personuser access_time7-06-2019, 16:35


გუშინ ღამით, გარდაბანში, სოფელ ქაფანახში ცოლ-ქმარი 77 წლის ქალი და მისი 84 წლის მეუღლე ისკანდარ და შაფიგა მუსაევები მოკლეს. ადგილობრივების თქმით მკვლელობამდე ორივე სასტიკად სცემეს. ცხედრებს იმდენად სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული, რომ მეზობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. სავარაუდოდ, სიკვდილი სწორედ ცემის შედეგად მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა გამოიწვია, ვინაიდან, როგორც შსს-ში განმარტეს, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. ქალი სავარაუდოდ ქამრიტ არის გაგუდული, ხოლო ქმარს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელობის ადგილზე თავდამსხმელებმა ტალახით წარწერა დატოვეს - „მალე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით. სავარაუდოდ, ეს შეტყობინება, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვაჟს ეკუთვნის, რომელიც მეზობლების გადმოცემით, რუსეთში იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექპერტ-კრიმინალისტები. შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია