საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,დანით აჩეხა, 13 ჯერ ჩაარტყა დანა ფილტვებში, ნიკაპში სახის არეში და კუჭში" - დეტალები შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით

personuser access_time10-06-2019, 13:21


აგარაში სასტიკად მოკლულ 41 წლის მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს. 41 წლის მამაკაცს 16 ჭრილობა მეზობელმა მიაყენა, რის შემდეგაც მან საკუთარი მეუღლე დაჭრა. მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

„სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი ხო, ექსპერტი, რომ კერავდა, თურმე, ვეღარ დავთვალეთ იმდენი იყოო და გავანებეთ თავიო. არ ვიცი ფსიქიკურად დაავადებულია თუ რა ჯანდაბაა, რამ მოუარა,“- განაცხადა მოკლულის მამამ.

აგარაში, ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი გორის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“, - განაცხადა ა ლექსო ხეთაგურმა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც მისი დედა ადასტურებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია