საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

personuser access_time10-06-2019, 13:40


Qartli.ge- ს რედაქტორი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გორთან ავტობანზე პოლიციის ამოტრიალებული მანქანა დაინახა და ფაქტის გადაღება დაიწყო, რამაც იქ შეკრებილი პოლიციელები გააღიზიანა. როგორც საბა წიწიკაშვილი ამბობს გორის პოლიციის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ფიზიკური შეურაცხყოფით სცადეს.

“ როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, ჩემსკენ წამოვიდნენ. ვცადე იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ხილვადობა კარგი იყო. ბორდიურსა და მანქანებს შორის მივდიოდი. თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი
მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. ამის შემდეგ წამოვედი, ავტობანის მეორე მხარეს გადავედი გვირაბთან შემოვუარე და მეორე ხიდიდან დავიწყე გადაღება. მეორე ხიდზე ვეღარ მომიახლოვდებოდნენ. ხიდიდან ხიდზე ვერ გადმოხტებოდნენ. " - აცხადებს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორისთვის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გამოეხმაურა.


"დაუშევებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამ უფლების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) ისჯება. ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს
აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამიტომაც ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ მართლაც მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროვოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება."-ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მაშინ მოხდა, როდესაც საბა წიწიკაშვილი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ლიახვის ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი დაკითხვაზე დაიბარეს. საბა წიწიკაშვილს თბილისში, გენერალურ ინსპექციაში ხვალ გამოკითხავენ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია