საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდათ" - სვანეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ბიჭებს გლოვობენ

personuser access_time10-06-2019, 14:49


მეს­ტი­ის სო­ფელ ბე­ჩო­ში 7 ივ­ნისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. მაშ­ვე­ლებ­მა ცხედ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 23 წლის ვა­ჟი­კო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და 24 წლის ამო გვი­და­ნი. ორი­ვე მათ­გა­ნი მუ­ლა­ხის თემ­ში, სო­ფელ არ­ცხელ­ში ცხოვ­რობ­და. ვა­ჯი­კოს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე დარ­ჩა. ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ბე­ჩო­ში ამო გვი­და­ნის სა­ცო­ლის სა­ნა­ხა­ვად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

"მშობლები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ, თითქოს რაღაცის შიში ჰქონდათ" - სვანეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ბიჭებს გლოვობენ


AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­გო­ბარს ესა­უბ­რა:

"ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი, მო­რი­დე­ბუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ... სულ იღი­მოდ­ნენ მაგ­რამ, მათ თვა­ლებ­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სევ­და იგ­რძნო­ბო­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­სა­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი რო­გორც საქ­ცი­ე­ლით, ისე­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რად. მთა­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა უყ­ვარ­დათ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ მთე­ლი სვა­ნე­თი იც­ნობ­და. ის, რაც ახლა სვა­ნეთ­ში ხდე­ბა, ვერ აღვწერ. ყვე­ლა ტი­რის ქალი, კაცი... ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. ვა­ჟი­კო ერთი წლის წინ და­ო­ჯახ­და. ძა­ლი­ან თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი ჰქონ­და. ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე დარ­ჩა. ახლა უწევს მშო­ბი­ა­რო­ბა, თბი­ლის­შია ამის გამო წა­სუ­ლი. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი იქ გა­ი­გო.



რო­გორც ვიცი ბე­ჩო­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. კლდე­ზე გა­მა­ვალ ბი­ლიკ­ზე, უკუ­ნით ღა­მე­ში ძლი­ე­რი წვი­მის და და­ბა­ლი ხილ­ვა­დო­ბის გამო მძღოლ­მა მო­სახ­ვე­ვი ვერ და­ი­ნა­ხა და პირ­და­პირ მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. იმ ღა­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მშობ­ლებ­მა მათი ძებ­ნა და­ი­წყეს, რად­გან ტე­ლე­ფონ­ზე უკვე ვე­ღარ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე დღეს, შუ­ა­დღის­კენ გა­ი­გეს, რაც მოხ­და. ის, რომ ბი­ჭე­ბი მდი­ნა­რე­ში გა­და­ი­ჩეხ­ნენ, პირ­ვე­ლებ­მა ბე­ჩო­ში მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს. მან­ქა­ნის სა­ნომ­რე ნი­შა­ნი გა­და­ვარ­დნის ად­გი­ლას ეგდო და სწო­რედ ამით მიხ­ვდნენ. რო­დე­საც მაშ­ვე­ლებ­მა ცხედ­რე­ბი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, იქ ბი­ჭე­ბის ძმე­ბი იყ­ვნენ მი­სუ­ლი. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და.... მათ დე­დებს ძლივს ასუ­ლი­ე­რე­ბენ... მთე­ლი სვა­ნე­თი გლო­ვობს. ამ ბავ­შვებს მშობ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ, თით­ქოს რა­ღა­ცის შიში ჰქონ­დათ."скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია