საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ოცნების" დეპუტატები ცვლილებების მოლოდინში - ქანთარია ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს

personuser access_time10-06-2019, 16:00


დაძაბული და ძალადობრივი შუალედური არჩევნების მეორე ტურიდან მეორე დღეს, „ქართული ოცნება“ პარტიულ საკადრო ცვლილებებს აანონსებს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა.

ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პარტიაში განახლება იქნება. თუმცა ვინ წავა და ვინ დარჩება მმართველ გუნდში, "ქართული ოცნების" წევრები ამაზე არ საუბრობენ.

ე.წ ძველი გვარდიის წევრი, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში განხლება იქნება.


„ბუნებრივია განახლება იქნება, ოღონდ ახალი ხალხი ვისაც ჩაანაცვლებს, იმათ რა თქმა უნდა პერსპექტივით უნდა ჯობდეს კიდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. ვინც არ იქნება ისინიც მიიღებენ პარტიაში, მუშაობის საშუალება ექნებათ“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ე.წ. ძველი გვარდია პარლამენტში - ქანთარია არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში აღარ იყოს.

„ეს არ არის მნიშვნელოვანი, მე მაგალითად, პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში. დასაბუთება უნდა, რატომ და გააჩნია, როგორი პოლიტიკური ამინდი იქნება,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია