საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

personuser access_time10-06-2019, 16:15


ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს,

ლევან როსტოშვილი მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით 2017 წლის მარტში მიუსაჯეს. 2017 წლის 5 ივნისს როსტოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და 3 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, როსტოშვილს 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი დაეკისრა.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და მასთან ერთად მყოფ კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია