ოპოზიცია გორის მერიასა და შიდა ქართლის გუბერნიას ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

სტატიის ავტორი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გორის მერიასა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. კახა ლობჟანიძე, საწვავის კოლოსალურ ხარჯებზე საუბრობს და ამბობს, რომ დადგენილი ლიმეტები ორივე უწყებაში უნდა შემცირდეს. ლობჯანიძის ინფორმაციით, ბენზინი, რომელსაც თანამდებობის პირები წლების განმავლობაში ტონობით ხარჯავენ გავლენას ბიუჯეტზე ახდენს. „შემცირებული უნდა იყოს ხარჯები მათი მხრიდან. ვინაიდან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მოსახლეობის 70%-ს უჭირს და ლუკა-პურის საშოვნელად ყოველდღიურად იბრძვის. შავი მანქანებითა და "პრადოებით" სიარული გაუმართლებელია. საკუტარი კომფორტისა და კეთილდრეობისთვის ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ენანებათ არც საწვავის ხარჯი არც არაფერი და ვფიქრობ რომ ასეთი ხარჯები უნდა შემცირდეს მაქსიმალურად" - ამბობს კახა ლობჟანიძე.

ოპოზიციის კრიტიკა არ გაიზიარეს გორის მერიაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ ისინი კანონით დადგენილ ლიმიტს არ აჭარბებენ. საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, დეტალური განმარტება გააკეთა მერიის ადმინისტრაციული შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა. ალექსანდრე თარხნიშვილმა თქვა, რომ უწყებას თვეში10 მანქანაზე 3400 ლიტრი ბენზინი და 1100 ლიტრი დიზელი აქვს გამოყოფილი.
"ბოლო წლების მანძილზე ლიმიტი არცერთხელ არ გადაჭარბებულა არც ერთ მანქანაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგვიძლია მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. მერის მანქანაზე საწვავის ლიმიტი თვეში გამოყოფილია 800 ლიტრი"-აღნიშნა თარხნიშვილმა.

გორის მერიის მსგავსად, საწვავის ხარჯებთან გაჟღერებული შენისშვნები არც შიდა ქართლის გუბერნიაში გაიზიარეს. რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საწვავის ლიმიტი შესამცირებელი არ არის და მომავალშიც იმდენს დახარჯავენ, რამდენიც საჭირო იქნება. გიორგი ხოჯევაშიშვილის განცხადებით, მათ მიერ გახარჯული საწვავი, მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ხმარდება. შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე 7 მანქანა ემსახურება. ამ საკითხთან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა "ოპოზიცია რასაც ფიქრობს, ეს მათი პოზიცია და შეუძლია იფიქრონ, მაგრამ გუბერნატორის ფუნქცია რაც არის, იმ ფუნქციების განხორციელებისთვის რამდენი საწვავიც იქნება საჭირო იმდენი უნდა მოვიხმაროთ"-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა

გახარჯულ საწვავთან დაკავშირებით თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ 2017 წელს ათვისებულია 7,512 ლიტრი დიზელი. 2018 წლის 27 აპრილს შიდა ქართლის გუბერნატორმა თავისივე განკარგულებით დიზელის მოხმარების 800 ლიტრიანი ლიმიტი 1,000 ლიტრამდე გაზარდა. ამავე წელს, წინა წელთან შედარებით, რეგიონის ხელმძღვანელის მხრიდან 754 ლიტრით უფრო მეტი საწვავი იქნა გახარჯული. კვლევა, რომელიც 2017-18 წლებს მოიცავს ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელოს ყოფილმა და მოქმედმა გუბერნატორებმა გახარჯეს.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх