საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პრემიერი სკანდალში ეხვევა - თაღლითობაში ბრალდებულ სიხუაშვილს კონტრაქტი გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს

personuser access_time10-06-2019, 20:36


თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისება - „ბილდინგ დეველოპერის“ დაკავებულ დირექტორსა და მფლობელს გამოძიებამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა.
საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

ირკვევა რომ შპს-ს, რომლის საქმიანობას სუს-ი იძიებდა, 7 მილიონიანი კონტრაქტი პრემიერის დავალებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაუფორმა. ირკვევა ისიც, რომ ამ კომპანიის დირექტორი თბილისის მერის მოადგილის ძმაა.

დაკავებული ალექსი სიხუაშვილის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა სამართალდამცავი უწყება.

„ედავებიან მას თითქოს და ქვიშა არ განათავსა ამ მილსადენების ქვევით ე.წ. „ბალიშების“ სახით. საუბარია იმაზე, რომ პროექტში იყო გათვალისწინებული მხოლოდ 400 კუბი ქვიშის განთავსება. რეალურად კიდევ, პროექტს სჭირდებოდა 1200 კუბი ქვიშა, რაზეც წერილი არის შესაბამის დამკვეთთან გაგზავნილი, რომ ეს არ იყო საკმარისი აღნიშნული მაგისტრალისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ედავებიან, რომ თითქოს ქვიშა მოიპარა და არ ჩაყარა იმ რაოდენობის ქვიშა, რაც უნდა ჩაეყარა. ფაქტი კიდევ სხვა რამეზე მეტყველებს, რომ 400 კუბი ქვიშა საკმარისი არ იყო ამ 4 კილომეტრიანი მილსადენების ქვეშ განსათავსებლად და შესაბამისად, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.მე როგორც ვიცი, სასამართლო განჩინების საფუძველზეა დაკავებული და სხვა მეტი არაფერი,"-აცხადებს ლაზარია.

ლაზარია ამბობს, რომ სიხუაშვილი "შაბათის კურიერში" გასულ ყველა ინფორმაციას უარყოფს.

"უარყოფს ყველა ფაქტს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მე შემიძლია რამდენიმეზე კომენტარი გავაკეთო წალკასთან დაკავშირებით, სადღაც თითქოს და წყლით მოიწამლა მოსახლეობა. უბრალოდ პროექტში არ იყო გათვალისწინებული ფილტრების დაყენება და შესაბამისად, როგორც კომპანია ვერ უზრუნველყოფდა ამ ფილტრების დაყენებას, ვერ გასცდებოდა იმ პროექტს რაც იყო დაკვეთა,“- როსტომ ლაზარია.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია