საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"თვითონ დასაჭერია, მაგან სამართალზე როგორ უნდა ილაპარაკოს"

personuser access_time11-06-2019, 15:54


მოკულილი ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველო" პრეზენტაციაზე მივიდა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური საქმიანობა გააპროტესტა და ხმამაღლა განაცხადა, რომ ოქრუაშვილის პარტიას მარტივ მამრავლებად დაშლის. "ვინც მიდიან გარეწრები არიან. ჩვენთან ექნებათ საქმე. დაავიწყდა ეტყობა ხალხს ვინ იყვნენ ნაცები, ოქრუაშვილი ადეიშვილი. შერიგებული ხალხი, ოსები რომ გადაკიდა. ყველაზე დიდი ორგანიზაცია იქნება 2020 წლისთვის, სადაც ვერც ნაცები, ვერც ოქრუაშვილი 10%-საც ვერ გადალახავენ. ამ ორგანიზაციამ "გადაარჩინე სიცოხლე" გადატეხა პრაქტიკულად სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი. მაინტერესებს დღეს ოქრუაშვილთან ვინ მივა, როგორ ჩაგვხედავს ჩვენს თვალებში და როგორ იბრძოლებს სამართლიანობისთის. თვითონ დასაჭერია, მაგან სამართალზე როგორ უნდა ილაპარაკოს. მოვედი ვაპროტესტებ და ამას გავაპროტესტებ მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლოს ესენი ყველა ნაცებთან მოიყრიან თავს და გუბაზ სანიკიძეს ვთხოვ, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი, რომ ბოლო იქნება ეგ თუ ის მივა ნაცების ოჯახში. როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცია და აღარც პოლიტიკოსი. დედას გიტირებ იმ იარაღების ჩადებისთვისა და ჩემი შვილის ბანდიტად გამოცხადებისთვის ოქრუაშვილო!"скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია