"ივანიშვილს თუ დაჭირდა შეუძლია წინასაარჩევნოდ ოქრუაშვილის პარტიაც იყიდოს"

სტატიის ავტორი

ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველო" პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თავის აზრს გამოთქვამს და ამბობს, რომ ოქრუაშვილი, "კარგად დავიწყებული ძველია". „ირაკლი ოქრუაშვილის პარტია პოლიტიკურ ლანდშაფტზე ბევრს ვერაფერს შეცვლის. პარტიები, რომლებიც ფუძნდება, ყველას აქვს თეორიული შანსი 3 % -იანი ბარიერი გადალახოს, თუმცა მნიშვნელოვან როლს ქართულ პოლიტიკაში ვერ შეასრულებენ“. ჟურნალისტის შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა იმის მოსაზრება, რომ ახალი პარტიების შექმნაში თავად ბიძინა ივანიშვილი იღებდეს მონაწილეობას, პოლიტოლოგმა უპასუხა, რომ მასზე კარგად არავინ იცნობს "ოცნების" ლიდერს და გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მსგავსად იქცეოდეს. "ბიძინა ივანიშვილს ჩემზე კარგად არავინ იცნობს. გამოვრიცხავ, რომ ის ასეთ თამაშებს თამაშობდეს და თვითონ უწყობდეს ხელს პარტიების გენერაციას. ის არ არის ასეთი ტიპის თამაშების მომხრე. ბიძინა ივანიშვილს თუ დაჭირდა, შეუძლია წინასაარჩევნოდ, ერთჯერადი კონტრაქტით იყიდოს რომელიმე პარტია, მათ შორის შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაც. სამწუხაროდ, ამის გამოცდილებაც არსებობს"- აღნიშნა ხუხაშვილმა. скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх