საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„მზად ვართ, ეუთოს ყველა რეკომენდაცია განვიხილოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში“ - კობახიძე საარჩევნო სისტემაზე

personuser access_time12-06-2019, 10:11


ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და კანონმდებლობაში ავსახოთ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. კობახიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებული შეკრება ხუთშაბათს გაიმართება.
„არჩევნებმა, შეიძლება, დაკარგა აზრი „ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა, არჩევნები ვერ დაკარგავს, ვერავითარ შემთხვევაში, თავის აზრს ქართული დემოკრატიისთვის. ჩატარდება მომავალშიც დემოკრატიული არჩევნები. რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნებს, ჩვენ ვიკრიბებით ზუსტად ზეგ, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ზუსტად აქცენტი გაკეთდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია განვიხილოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში.

არის ჯამში, დაახლოებით, 30-40 რეკომენდაცია, მათ შორის, ტექნიკურ საკითხებს ეხება, შინაარსობრივ საკითხებს, ჯერ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, თითოეულ საკითხზე გვექნება დეტალურად დისკუსია და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. ხარვეზები არის ყველა არჩევნებში, თუმცა, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაც არის ამომრჩევლის განწყობა, იმ განწყობისგან არ განსხვავდება, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგები. პარტიული რესურსით შეიძლება პლიუს-მინუს 2-3 % შეიძლება მოუმატო ან დააკლო შენს საარჩევნო შედეგს, მაგრამ ამის იქით არჩევნების შედეგი ვერ იცვლება.

იგივე, გახსოვთ, არჩევნების პირველ ტურში, რაც იყო საბოლოო ჯამში, განწყობა, ის განწყობა აისახა და დაფიქსირდა 39 % ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ - პირველ ტურზე მაქვს საუბარი. თუ განწყობა არის კონკრეტული, საზოგადოების მხრიდან, ამ განწყობას ვერანაირად ვერ გადააქცევ 40 პროცენტიდან 60 პროცენტად და ვერც 7 და 8 პროცენტს ვერ მოუმატებ, ეს არის რეალური სურათი, განსხვავებით, იგივე, წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან, რომელიც, რეალურად, ათპროცენტიან და ოც პროცენტიან გაყალბებას ახორციელებდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.​скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია