საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მამუკა ბახტაძე - საქართველოს ყველა მოიაზრებს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი

personuser access_time12-06-2019, 10:18


საქართველოს ყველა მოიაზრებს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა, სადაც შედგა შეხვედრები წარმატებული კომპანიების ლიდერებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველში. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიო ინოვაციების უდიდესი ნაწილი ხდება. ეს არის ადგილი, სადაც საფუძველს იღებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ორიენტირებული არინ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის შექმნაზე და რა თქმა უნდა საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი და შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ამერიკელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაზე, სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ , რომ სილიკონ ველის ყველა ეს წარმატებული პარტნიორი ევრაზიის კონტინენტზე იყოს სწორედ საქართველო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ორიენტირი არის აღებული საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელიც ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ეროვნულ იდეას, განათლების რეფორმის სახით. მოგეხსენებათ, მისი მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის მივმართოთ განათლების სექტორზე და ბუნებრივია, განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების გარეშე ჩვენ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვერ ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ინვესტორებმა მიიღეს ეს ინფორმაცია და ამავე დროს, უკვე გვაქვს ჩვენ კონკრეტული პროექტები. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა. ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა და დღეს არის რეალობა, რომ საქართველოში შენდება მზის პანელების საწარმოები, საქართველოში შენდება ელექტრომობილების წარმოების ქარხანა და ეს არის სწორედ ის კონკრეტული რეალობა, რომელიც ჩვენ შევძელით და შევქმენით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ზღვაში წვეთი. გვჭირდება მეტი ინვესტიცია, სწორედ ისეთი კომპანიებისგან, რომლებსაც ვხვდებით – ძლიერი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისგან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და როგორც შედეგი, დავამარცხოთ სიღარიბე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია