საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ: მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ

personuser access_time12-06-2019, 10:46


ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, განიხილებოდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტებისგან კეთდება არასერიოზული და ღიმილისმომგვრელი განცხადებები, რომლებსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ბრიუსელში, სადაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, ის ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად იყო მიწვეული.

„მართლაც არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან ვიზიტთან დაკავშირებით. საკითხი არის ძალიან მარტივი - ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან და ევრკავშირთან არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე და საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ამ გზაზე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს. იქ მიწვეულნი იყვნენ ევროპის ქვეყნის ლიდერები და მიწვეული ვიყავი მეც. რა არის ამაში გასაკვირი, ან კითხვის ნიშნის მქონე? პირიქით, ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი, კონსულტაციები, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია