საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"შევიდა სახლში, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი" - 14 წლის გოგონას, თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

personuser access_time13-06-2019, 10:21


14 წლის მოზარდი სავარაუდოდ "ლურჯი ვეშაპის" მორიგი დაზარალებულია. გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ მოზარდი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაზიანებები მიეყენებინა. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ჭრილობები, სწორედ ამიტომ მშობლები ეჭვობენ, რომ გოგონას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.

"ვიღაცას ემესიჯებოდა, შევიდა სახლში, ტელეფონი შეაერთა დასატენად, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი. მე არ ვიცი ვინ მოწამლა, რას ერჩოდნენ ცემს შვილს, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვი არის მოწამლული. პოლიცია არაფერს არ აკეთებს, სანამ არ ჩავრიეთ ხალხი, პოლიციის თანამშრომლებმა, გამომძიებელმა ექსპერტიზას არ გადასცა ტელეფონი რომ ამოეღოთ ზარები,"-აცხადებს გოგონას მამა, გიორგი ჭახელიძე.

ბავშვის დეიდა ამბობს, რომ გოგონამ მობილურიდან ყველფერი წაშალა, ის სამართალდამცავებს არასათანადო რეაგირებაშიადანაშაულებს და განმარტავს, რომ პოლიციამ ამდენი დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი ინფორმაციის აღდგენა.

"ეს ბავშვი ალბათ ასრულებდა დავალებებს როკ ნელ-ნელა შეჩვეოდა იმ ტკივილს, რომ სუიციდი არ გასჭირვებოდა,"- აღნიშნა ინეზა ბურდულმა.

მოზარდის დედის თქმით, ბავშვი ბლო დროს დეპრესიაში იყო.

" ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო,"-აცხადებს ინგა ბურდული.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია