საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დატბორილი ეზოები, სახლების პირველი სართლები, ნაკვეთები - შიდა ქართლიდან 112-ში 70-მდე შეტყობინება შევიდა (ფოტოები)

personuser access_time13-06-2019, 12:49


გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ყელქცეულში, ქვემო ხვითსა და ზემო ნიქოზში მეხანძრე-მაშველების 10-ამდე ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ამ ეტაპზე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები ,,დიანიუსთან" საუბრისას აცახდებენ, განადგურებულია ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი, ასევე განადგურებულია სოფლის ნათესების ნაწილი. ამ ეტაპზე სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ადგილობრივები სახლში შესვლას ვერ ახერხებენ.

ძლიერი წვიმა გორის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც პრობლემები დაახლოებით 50 - მდე ოჯახს შეექმნა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შიდა ქართლის მსაშტაბით წუხელ ღამით 70 ამდე შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, გამოძახებები ძირითადად სახლის ეზოების, სახლის პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. რატი მუჯირის თქმით, გარკვეულ სოფლებში წყლის ამოტუმბვითი სამუსაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.



დატბორილი ეზოები,  სახლების პირველი სართლები, ნაკვეთები  -  შიდა ქართლიდან 112-ში 70-მდე შეტყობინება შევიდა (ფოტოები)
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია