საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სალოცავებთან გაბმულ მავთულხლართებში

personuser access_time13-06-2019, 14:28


სოფელ კირბალის მცხოვრებლები სალოცავამდე ვერ მიდიან. ადგილობრივები 19 ივნისს ლომისობის დღესასწაულს აღნიშნავენ. კირბალელები ისე როგორც ბოლო რამდენიმე წელია, დღესასწაულზე ლომისის ტაძარის მოლოცვას წელსაც ვერ შეძლებენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფლის საკუთრებაში არსებული 3 ტაძარი, მათ შორის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი რუსული მხარსი მიერ კონდროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

"ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენი პოლიციაც გვიშლის იქ მისვლას, რომ ოკუპანტებმა არ დაგვაკაონ. დაიკარგა ეკლესია საერთოდ"- ამბობს სოფლის მცხოვრები.

"ძალიან დაძაბულები შიშის ქვეშ არიან. ვიდრე ესენი ფეხს შემოსდგამდნენ, მივდიოდით, საკლავს ვკლავდით, ვლოცულობდით"- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.



კირბალში გვიყვებიან, რომ სოფელში ქართველი სამართალდამცავები პატრულირებენ, თუმცა ცხოვრება მაინც შიშის ქვეშ უწევთ. სოფლის სიახლოვეს გავლებული მავთლულხლართები მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ვერ იყენებენ ერთ დროს მათ კუთვნილებში არსებულ საძოვრებს და საფრთხის გამო ერიდებიან საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე საკუთარი მიწის ნაკვეთებს დამუშავებას. რადგან სოფელში არაერთი ფაქტი ახსოვთ, როცა ოკუპანტებმა მათი თანასოფლელი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

"რა თქმა უნდა გვიჭირს, თავისუფლად ვერ მივდივართ. ტყეში ჩვენ არ გვიშვებენ, საძოვარზე ჩვენ არ გვიშვებენ. მინდორში გამოდიან და ხალხს დასაჭერად დასდევენ. როდემდე უნდა ვიტანჯოთ?! მთავრობა მთავრობაო და ეს მთავრობაა რას აკეთებს?! არაფერს"- ამბობს კირბალის მცხოვრები.



კირბალელები იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ სალოცავებთან მისვლას ბარიერების გარეშე დღესასწაულებზე მაინც შეძლებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით საკითხი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.


скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია