შიდა ქართლში სოციალური პროექტები სრულად ვერ ხორციელდება

სტატიის ავტორი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ვასილისა ჯაბახიძეს, გორის მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პოლიტიკა არ მოსწონს. ამბობს, რომ დაგეგვმის პროცესში მოსახლეობის აზრის გათვალისწინება არ ხდება და მათ მიერ შემუშავებული პროგრამები ხარვეზებით ხორციელდება. მისი განცხადებით, გორის მერია სოციალური პროგრამებზე 2 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს, თუმცა სარგებელს მოწყვალადი ჯგუფები მაინც ვერ იღებენ. "21-ე საუკუნეში სამწუხაროდ დადგა ის, როდესაც შიმშილით იხოცებიან ადამიანები და სწორედ ამიტომ ჩვენ შევიტანეთ ჩვენი ინიციატივა უფასო სასადილოებთან დაკავშირები და ამაზეც უარი მივიღეთ"- ამბობს "ენმ"-ის წევრი. სოციალური პოლიტიკის დაგეგვმის პროცესში, ხალხის აზრის გათვალისწინება, რომ მნიშვნელოვანია, იმ კვლევებმაც აჩვენა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში ჩატარდა. შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოციალური პოლიტიკის შექმნის პროცესი არ არის სისტემატიზებული, ხოლო პროგრამები ძირითადად ერთჯერადი სოციალური გასაცემლებით შემოიფარგლება. ამასთან, როგორც სოციალური პროგრამების დაგეგმვის, ისე გადაწყვეტილების მიღებისას, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების კვლევა არასათანადოდ ხორციელდება. შესაბამისად, მწირია ამ პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ჩართულობა. "მოსახლეობა პრაქტიკულად ნაკლებად არის ჩართული ოთხივე მუნიციპალიტეტში პროგრამების შემუშავების პროცესში. არ ხდება საჭიროებათა კვლევა. ძირითადად გასული წლის სტატისტიკას და მომართვიანობას, თუმცა სერვისის მიღმა რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გეოგრაფიულ სხვა არეალში, ან არ მიმართეს მერიას გასულ წელს. მხოლოდ გორი არის ის მუნიციპალიტეტი სადაც იქმნება გარკვეული მომსახურება"- ამბობს მკვლევარი ნანა ფერაძე.
"ჩვენ გვაქვს სოციალური პოლიტიკა, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ გაჭირვებული ადამიანები მიმარტავენ მუნიციპალიტეტებს და საუკეთესო შემთხვევაში იღებენ ერთჯერად დახმარებას. ეს არ არის ის სოციალური პოლიტიკა, რომელიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს, რომელიც ითვლება ეფექტიანად და შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციები მიმართული არის იქეთკენ, რომ სოციალური პროექტის დაგეგმვის განხორციელებისა და შეფასების პროცესი უკეთესად განხორციელდეს და უფრო მეტი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი მოიცვას, ვიდრე ეს ხდება ახლა"- განაცხადა "პიემსი" კვლევითი ჯგუფის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია გორში გაიმართა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებიც გაიცა. კვლევას ნაწილობრივ უნდობლობას გამოუცახადა ქარელის სოციალური სამსახურის უფროსმა და აღნიშნა, რომ ისინი სოციალურ პროექტებს მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლის შედეგად ადგენენ. გორის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ რეკომენდაციები მისახელია და სამომავლოდ აუციალებლად გაითვალისწინებენ. "სოციალურ სამსახურში მუშაობდა 12 პროგრამა, დღეს უკვე 22 მუშაობს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესების ტენდენცია არის ჩვენს მუნიციპალიტეტში. თუმცარა არის ხარვეზები, რომლებიც ნელ-ნელა სწორდება"- აღნისნა გორის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ. "თემები არის ისეთი, რასაც ერთი დღითა და ერთი ფოკუს ჯგუფით ვერ დაადგენ. ამას სჭირდება სისტემატურად თვალ-ყურის მიდევნება. შეძლებისდაგვარად დავნერგავთ და გავატარებთ ამ რეკომენდაციებს, როგორც მოგვცემს საშუალებას კანონმდებლობა მუნიციპალიტეტი ბიუჯეტი და ა.შ."- თქვა ზაზა გაჩეჩილაძემ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა.

კვლევა, რომელის მიზანი შიდა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში - გორში, ქარელში, კასპსა და ხაშურში სოციალური პოლიტიკის სფეროში არსებული ძირითადი გამოწვევების ანალიზი იყო 2018 წელს ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა თვისებრივი კვლევისათვის დამახასიათებელ მეთოდებს, როგორიცაა სამაგიდო კვლევა, სიღრმისეული და ფოკუს-ჯგუფის ინტერვიუები. სამაგიდო კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე შემუშავებული, სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი და დოკუმენტი.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх