საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

personuser access_time14-06-2019, 16:09


ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG), USAID-ის პროექტის ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანიც, მეწარმეობის კუთხით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებაა. 18-დან 29 წლის 500-მდე ახალგაზრდას საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში-ზუგდიდში, ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენში, ნინოწმინდაში, მარნეულში, ბოლნისში, კასპსა და გორში შესაძლებლობა ექნება სამეწარმეო ტრენინგებში ჩართულობის. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით.
მუნიციპალიტეტებში ჩატარენული ტრენინგების შემდგე, მეორე ეტაპზე 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის ავტორი მიწვეულ იქნება თბილისში სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც დამატებით გაივლიან ტრენინგებს იმის შესახებ, თუ როგორ გადააქციონ სამეწარმეო იდეა ბიზნეს პროექტად. აღნიშნული ტრენინგების დასრულების შემდეგ ჟიური სამ გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს, რომელიც დაჯილდოვდება 10 000, 8 000 და 6 000 ლარის საგრანტო თანხით.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია