საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ალბათ საფრთხე დაინახეს და გამარიდეს სიტუაციას," - გიორგი თაბაგარი გაათავისუფლეს

personuser access_time14-06-2019, 19:42


"ალბათ საფრთხე დაინახეს და გამარიდეს სიტუაციას,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებულმა "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა გააკეთა. ის დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სამართალდამცავებს მანქანაში ჰყავდათ.

თაბაგარმა "თბილისი პრაიდის" აქციის ჩაშლა, ადგილზე გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძის და მათი სხვა მოწინააღდეგეების მისვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოებრიობის კრახია.

"ეს მორიგი კრახია სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრიობის, როცა მოძალადე ჯგუფები ახერხებენ ჩვენზე გამარჯვებას და სახელმწიფოზე გამარჯვებას, თქვენ ხედავთ რომ მოძალადე ჯგუფები პარპაშობენ,"-აცხადებს გიორგი თაბაგარი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია