საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან - ,,ჰომოფობიური ძალების წარმომადგენლები ვითარბის დაძაბვას ცდილობენ" (LIVE)

personuser access_time14-06-2019, 19:52


მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პარალელურად ორი აქცია იმართება.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მიერ აქციის დაანონსებული მერე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლაა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები თავისუფალი თეატრის მხარეს იმყოფებიან და კონტრ აქციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ – „არა ძალადობისკენ“.

„ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც საზოგადოების გახლეჩვისკენ არის მიმართული.

დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომლებიც ჩვენს ჯგუფს არ განიხილავს ადამიანებად და გვეუბნებოდნენ, რომ არ მიგვიჩნევენ სიცოცხლის დაცვის ღირსად. „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები. მივმართავთ საჯარო მოხელეებს, შს მინისტრს გიორგი გახარიას, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, პრემიერ-მინიტრს მამუკა ბახტაძეს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, თუ ისევ – თეოკრატიულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძე.

აქციებზე პერიოდულად ვითარება იძაბება.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია