საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ბერლინის ფეშენ ჰოლის და მაკოვსკების ხელოვნების გალერიის ოფიციალური წარმომადგენელი გორში, სპეციალურად მოდის კვირეულისთვის ჩამოვა

personuser access_time14-06-2019, 21:14


20, 21 და 22 ივლისს გორში საერთაშორისო პროექტი, რეგიონ ფეშენ ვიკი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებებისთვის მზადება რეგიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. იოსებ კავკავაშვილის თქმით, უცხოელი და ქართველი დიზაინერების მიერ, ,,ოკუპაციას და ერთიანობის" თემაზე შექმნილი კოლექციები სამი დღის განმავლობაში, გორის მთავარ მოედანზე, სოფელ ხურვალეთში, გორის ციხესა და გორის დრამატულ თეატრში იქნება წარმოდგენილი. რეგიონ ფეშენ ვიკის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებებზე ელოდებიან უცხოელ სტუმრებს. კავკავაშვილი ,,დიანიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსა მაკოვსკი, რომელიც ბერლინის ფეშენ ჰოლის და მაკოვსკების ხელოვნების გალერიის ოფიციალური წარმომადგენელია, გორში, სპეციალურად მოდის კვირეულისთვის ჩამოვა. ფეშენვიკზე ელოდებიან სხვა უცხოური მოდის სფეროში მოღვაწე სტუმრებსაც, მათი ვინაობა კი როგორც ორგანიზატორები აცახდებენ, უმოკლეს დროში გახდება ცნობილი.

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა მოდელების მიერ, მშვიდობის თემაზე წარმოდგენილი პერფორმანსები. სპეციალურ კოლექციას მავრთულხლართების ინსპირაციით მომღერალი და ქორეოგრაფი პაატა თედიაშვილი შექმნის. პროექტის ფარგლებში ბავშვების მიერ შექმნილი საბავშო კოლექციებიც იქნება ნაჩვენები , რომელთაც პატარა მოდელები მოირგებენ.

რეგიონ მოდის კვირეულის ორგანიზატორები, პროდიუსერები იოსებ კავკავაშვილი და ინგა სიორიძე არიან, რომლებიც ამავდროულად ცნობილ პროექტს, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას უწევენ ორგანიზებას.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის მედია პარტნიორები არიან dianews.ge და factnews.ge

ბერლინის ფეშენ ჰოლის და მაკოვსკების ხელოვნების გალერიის ოფიციალური წარმომადგენელი გორში, სპეციალურად მოდის კვირეულისთვის ჩამოვა


скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია