,,ეძინა ბავშვს, დედამ რომ ნახა გაგუდული იყო" - 3 თვის ბავშვი დედამ გარდაცვლილი ნახა

სტატიის ავტორი

თბილისში, 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა - შემთხვევა ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

რა გახდა ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх