"არსებობს რისკი, რომ კონტრდემონსტრანტები ძალადობრივ კონფრონტაციებს მოაწყობენ" - ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით აფრთხილებს

სტატიის ავტორი

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში ჰოლანდიელ ტურისტებს მოუწოდებს, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი მარშისგან თავი შორს დაიჭირონ. განცხადება საელჩოს გვერდზე ვრცელდება:

"მიმდინარე კვირა, 18-26 ივნისი, განცხადებულია, როგორც თბილისი პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ჩვენ ვურჩევთ ჰოლანდიელ ტურისტებს, თავი შორს დაიჭირონ პრაიდის მარშისგან, იმიტომ რომ არსებობს რისკი, რომ კონტრდემონსტრანტები ძალადობრივ კონფრონტაციებს მოაწყობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება, თუმცა, დაცვის პირობა დადებული აქვს.“- ნათქვამია განცხადებაში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх