საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის "

personuser access_time24-06-2019, 12:51


„დღეს მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რადგან დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი პოლიციელები, რასაც აუცილებლად მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის შესახებ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა და განსაკუთრებით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასება გაკეთებულია, ხოლო სამართლებრივ შეფასებას კანონი გააკეთებს.

„ძალიან მძიმე დღები ჰქონდა საქართველოს. ჩვენთვის ამ მომენტში მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რადგან დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი პოლიციელები. ამას აუცილებლად მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასება. პოლიტიკური შეფასება გავაკეთეთ. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას: რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოქალაქეების პროტესტის გულწრფელი გამოხატულება იყო და მე განვაცხადე, რომ ჩვენი გუნდი და პირადად მე ვართ სოლიდარულები ამ პროტესტში. მაგრამ, რაც საქართველოს პარლამენტში იმ დილას ვიხილეთ, ეს სრულიად მიუღებელი იყო. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის და ვიხილეთ, როგორ მიმდინარეობდა ჩვენს პოლიციელებზე ძალადობა და როგორ ცდილობდნენ, ჩვენს პარლამენტში მომხდარიყო შეჭრა, რაც მიუღებელია და ამას არავინ დაუშვებდა. ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ისევე, როგორც ეს მოხდება იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება, ძალის გადამეტებას ჰქონოდა ადგილი. ამ საკითხზე შესაბამისი საქმეც მიმდინარეობს. საქმეები აუცილებლად გამჭვირვალედ წარიმართება, რათა კითხვები არ დატოვოს. ეს არის სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ბახტაძემ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია