,,სახლში არ გამოჩენილა და არც მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან" - სპეცრაზმელზე, რომელიც აქციაზე ოპერატორს უმიზნებდა ახალი დეტალები ვრცელდება

სტატიის ავტორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 სამართალდამცველს 20 ივნისის აქციაზე ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე, უფლებამოსილება შეუჩერდა. ორი სამართადამცველის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება

ambebi.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ უფლებამოსილება შეჩერებულებს შორისაა სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს იარაღს უმიზნებდა.

საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ის სახლში არ გამოჩენილა და არც მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან.

ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩან­და სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ ეკე­თა. კად­რებ­ში სპეც­რაზ­მე­ლი სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს, თუმცა მის გვერდით მდგომი პოლიციელი ცდილობს იარარი გააწევინოს და იკვეთება , რომ სიტყვიერადაც მოუწოდებს ეს არ გააკეთოს. ამის შემდეგ სპეცრაზმელი ჰაერში ისვრის.

კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია. ის შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2004 წლი­დან მუ­შა­ობს.

სპეცრაზმელი 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა და მხარში დაიჭრა.

შეაგხსენებთ, 20 ივნისის ღამით, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაპირსიპრების დროს 240 ადამიანი დაშავდა.

სამართალდარღვევისთვის დააკავეს 305 პირი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх