მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა

სტატიის ავტორი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება. ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიციამაც სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით კონსულტაცია გაიმართება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх