"ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ ეს ქვეყანა?"

სტატიის ავტორი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანმა რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა. "რამდენიმე წუთში შეწყდა სხდომა, ის კაცი აქედან გაფრინდა, ეგ კიდევ ცალკე საკითხია, სხვათაშორის, ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ რამენაირად ვუთანაგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა იმ ადამიანზე, ხან გვინდა კავკასიელები ვიყოთ, ხან გვინდა ის ვიყოთ და არ წერია ეგ არაფერში, არ არის ჯანმრთელი ამბავი, რაც გინდათ, ის დამაბრალეთ, არ წერია არაფერში ეგ ამბავი, რომ სტუმარს ასე... ჩაქუჩი უნდა ჩაგერტყათ? მაგას ამბობთ?". მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და ოპოზიციის პროტესტის შემდეგ სხდომა ჩაიშალა, რუსი დეპუტატი სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს. როცა სერგეი გავრილოვი შენობას ტოვებდა, გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც აქ საპროტესტო აქციას მართავდნენ, მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს.
“მე მოვუწოდებ ყველას, გიორგი გახარიას მომხრეებსაც, იმათაც, ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, იმათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა და იმათაც - ვინც ნეიტრალური იყო, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ - არ შეიძლება, ეგეთი საბაბით, ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, მერე ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა, მერე ეს კითხვები ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ ეს ქვეყანა, მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს? ”- განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх