"მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაინც ვიტყვი რუსეთი ოკუპანტია"

სტატიის ავტორი

„ქართველობის გამო ვიყავი იქ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერზე შემტკივა გული აბსოლუტურად... “- აცხადებს გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა.
სულაშვილი ტელეარხ მესამესთან ინტერვიუში ამბობს, რომ თვალის დაკარგვასთან ერთად სახის ძვლებიც დაზიანებული აქვს და ახლა იმპლანტები უდევს.
„რუსეთი ოკუპანტია და ყოველთვის ვიტყვი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაგ აზრზე ვიქნები. რუსეთი არის დამპყრობელი და საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე. ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და სხვებს აღარ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გამოვცადეთ... ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგონე და ეგრევე მომხვდა. ეს არ იყო შემთხვევით ნასროლი, ეს იყო გამიზნულად გასროლილი. ელოდებოდნენ და მესროლეს“- იხსენებს გიორგი სულაშვილი.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх