"ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა"

სტატიის ავტორი

ტელეკომპანია რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოშ გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს აკრიტიკებს.
"დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა. ეს ტექსტი, თუ ის მართლა მისია, არის აბსოლუტური სირცხვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების მინიმუმ არ ცოდნა" - წერს გვარამია ელჩის შესახებ.

გვარამიას გაღიზიანება ელჩის ინტერვიუმ გამოიწვია, რომელშიც ის რუსთაველზე მიმდინარე აქციებს აფასებს და „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ "ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით. შეკრების უფლება, თავისუფლების ქონა შეკრებისა და დემონსტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა. ამის, როგორც საყოველთაო უფლების გარანტირება, აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება ბოროტად არ იყოს გამოყენებული, მაგალითად დემონსტრაციების ძალადობაში გადაყვანის გზით. ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა. იმავე წამს ასეთი დემონსტრაცია საკუთარ მიზანს ცდება და აზიანებს".скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх