"მთავრობა უნდა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს"- რულოვსი

სტატიის ავტორი

გუშინ, სანდრა რულოვსმა „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს.
რულოვსის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს.
„გახარია უნდა გადადგეს, მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს მთლიანობაში. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება, მალე. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა - რა იარაღებიც გამოიყენეს, რაც ესროლეს ხალხს, რამდენი ხალხი დაინვალიდდა, რამდენი დაბრმავდა და ეს ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх