სტუდენტები ბიძინა ივანიშვილის ღია წერილით მიმართავენ

სტატიის ავტორი

საქართველოს თერთმეტი უმაღლესი სასწავლებლის 35 სტუდენტისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს. ისინი კიდევ ერთხელ ეხმაურებიან 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებს და გამოთქვამენ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის.
"უპირველეს ყოვლისა, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებულ მძიმე მოვლენებს. ჩვენი თაობისა და სრულიად საზოგადოების სამართლიან მღელვარებასა და პროტესტს, რომელიც მოჰყვა ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომას. საბოლოოდ, ხელისუფლებამ მალევე აღიარა არსებული, თუმცა ესკალაციის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

გაჟღერდა ქვეყნისათვის ისტორიული გადაწყვეტილება, რაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციული წესით არჩევას გულისხმობს, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. ამ გადაწყვეტილებით თქვენ ანგარიში გაუწიეთ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას, რაც მისასალმებელია.

დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქვეყანაში არსებობდეს სტაბილური გარემო, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში გამოვთქვამთ მზაობას დიალოგისა და კონსტრუქციული მუშაობისთვის,"- წერია ივანიშვილისადმი მიწერილ ღია წერილში.
შეგახსენებთ, 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх