ნინო ქათამაძის პროტესტს კრემლი პასუხობს

სტატიის ავტორი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის განცხადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ალბათ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცის. თუ მას კითხვები ექნება, ყოველთვის ვიქნებით მზად განვუმარტოთ“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვმა რუს მომღერლებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ ფრთხილად იყვნენ საქართველოში წასვლასთან დაკავშირებით. „იქ არ არის უსაფრთხო“, - აღნიშნა პესკოვმა.
მომღერალმა ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის რუსეთში კონცერტს აღარასოდეს ჩაატარებს, რომ მისი კონცერტი რუსეთში ბოლო იყო და სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს. ქართველი მომღერლის გადაწყვეტილება გააპროტესტა რუსმა პროდუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა. "ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ის ხომ არავის დაუჩაგრავს ქვეყანაში. ეს რა კარის გაჯახუნებაა? აღმაშფოთებელი სიტუაციაა! როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. დაე, იჯდეს თავის საქართველოში, იქ იგასტროლიოროს. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო, ყოველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოებზე. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო” - განაცხდა პროგოჟნმა.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх