საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,კარგი ბავშვი იყო, ჭკვიანი, მხიარული, მთელი სოფელი ტირის" - ძიმითში 5 წლის ბიჭს გლოვობენ

personuser access_time8-07-2019, 12:50


რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, ბიძას, რომელსაც მცირეწლოვანი ძმისშვილები მდინარეზე საბანაოდ ტრაქტორით მიჰყავდა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი პირი. სამს საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია თუმცა, დღეს დილით 4 დღიანი კომის შემდეგ 5 წლის ბიჭი დაიღუპა.


,,აღარ გვყვავს ჩვენი პატარა ბიჭი, ძალიან კარგი ბავშვი იყო, ჭკვიანი, მხიარული. ბავშვი 4 დღე იყო კომაში, თუმცა ვერ შეძლეს ექიმებმა მისი გადარცენა, მთელი სოფელი ტირის პატარა ანგელოზს" - აცხადებს ოჯახის ახლობელი

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცვებმა დააკავეს ბრალებული ბიძა.

ავტორი: 1скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია