ტელეკომპოანია რუსთავი 2 კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი

"ხელისუფლებამ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ მორიგი შეტევა დაიწყო", - ასეთია ტელევიზიის რიგით მეორე განცხადების შინაარსი. სამაუწყებლო კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი იყო არაეთიკური და ბოდიშს იხდის, თუმცა, მათი აზრით, ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან ორკესტრირებული შეტევის მიზეზად იქცა.

"ჩვენი კოლეგის, გიორგი გაბუნიას არაეთიკური მონოლოგი, ის საბაბი აღმოჩნდა, რის გამოც ხელისუფლებამ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალი იერიში დაიწყო.

ის რომ, "პოსტსკირპტუმის" წამყვანის გუშინდელი მონოლოგი არ ჯდება ეთიკის სტანდარტში, ჩვენმა არხმა საჯარო განცხადებით გუშინვე მკაფიოდ თქვა და მაყურებელსაც ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ჩვენი პოზიცია, იგივეა, გაბუნიას საავტორო მონოლოგი იყო არაეთიკური და ამ საკითხზე "რუსთავი2"- ის თვითრეგულირების ორგანოსაც რეაქცია უახლოეს მომავალში ექნება.

თუმცა, ნამდვილად ამაზრზენი და შემაშფოთებელია ის რეაქცია, რაც ხელისუფლებას ერთი ჟურნალისტის შეცდომაზე ჰქონდა. "ქართული ოცნების" ის მაღალჩინოსნები, რომლებიც გავრილოვის პარლამენტში მისვლის დროსაც, და შემდეგ უკვე სისხლიანი დარბევის ღამესაც უხერხულად დუმდნენ, ახლა ერთმანეთს ასწრებენ ინგლისურ თუ ქართულ ენებზე საჯარო განცხადებების გაკეთებას, და გამოდიან თავისუფალი სიტყვის რეგულირების მოწოდებებით, მიანიშნებენ, რომ "რუსთავი2" დასახურია და ამბობენ, რომ ტელეარხიც და მისი ჟურნალისტიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის საჯარო პირების მუქარა და ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევა "რუსთავი2"-ზე.

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული სხვადასხვა ჯგუფები კი "რუსთავი2"-ის ოფისთან გვიან ღამითვე, ორგანიზებულად შეიკრიბნენ და ტელეკომპანიის დახურვა მოითხოვეს. ამ აგრესიის გამო ჩვენ იძულებული გავხდით მაუწყებლობა დროებით შეგვეწყვიტა... კიდევ ერთხელ, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგი ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისათვის იყო ნამდვილად მიუღებელი და ჟურნალისტურ სტანდარტებთან შეუსაბამო...

თუმცა, ის რეაქცია რასაც ხელისუფლებისგან ვხედავთ, სახიფათოა არა კონრკეტულად "რუსთავი2"-სთვის, არამედ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და ჩვენი საერთო მომავლისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

ავტორი: 1скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх