„აინტერესებდათ, საიდან აქვს ფული“ - რა კითხვები დაუსვეს სუს-ში მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელს

სტატიის ავტორი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელის გიორგი ოლქიევის გამოკითხვა დასრულდა.
ოლქიევის თქმით, უსაფრთხოების სამსახურში ძირითადად ის აინტერესებდათ, საიდან აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს თანხა, ჰყავს თუ არა აქციების დამფინანსებელი, რა სახსრებით ახერხებს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას.

"გამოკითხვის დროს, აბსოლუტურად ყველა საქმეს შეეხნენ, კერძოდ, რას ვაკეთებ მალხაზ მაჩალიაშვილის გვერდით, საიდან გავიცანი ის და რატომ ვარ მასთან ასე დაახლოვებული. ასევე თუ რატომ ვარ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის სანდო ადამიანი. შეეხნენ სოსო გოგაშვილის ამბავსაც, მოუცია თუ არა რაიმე ტიპის დავალება ჩემთვის მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით, რაზეც გარკვევით ვუპასუხე, რომ მსგავსი საუბარი ჩვენ არ გვქონია. ჩანაწერებზეც მკითხეს, სად შედგა ეს ჩანაწერი ისიც არ ვიცი, ან საერთოდ თუ იყო ეგ ჩანაწერი ისიც არ ვიცი. ამის შესახებ მხოლოდ პრესიდან გავიგე. სხვა ინფორმაცია არ მაქვს ამ ეტაპზე. დასმული კითხვებიდან საეჭვოდ და სასაცილოდ ის ჩავთვალე, თურმე მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩემთვის ძვირიან ტანსაცმელს ყიდულობს და საიდან აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს ეს თანხები. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მალხაზ მაჩალიკაშვილს საიდან აქვს ეს თანხები. ასევე მკითხეს, ხომ არ მიხდის მაჩალიკაშვილი რაიმე ანაზღაურებას. ამომწურავად ვუპასუხე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რაიმე ანაზღაურება რომ შემომთავაზოს, ერთი დღით არ გავჩერდები მის გვერდით. ეს ჩემი შეურაცხყოფა იქნება. მე, შვილმოკლულ მამას ვუდგავარ გვერდში, ჩემი გულით და არანაირ თანხებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არც ვიცი, რეალურად საიდან აქვს თანხა", - განაცხადა გიორგი ოლქიევმა.

ავტორი: 1скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх