საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხს პარტნიორთა კრებაზე დააყენებენ

personuser access_time10-07-2019, 17:03


"რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დღეს 17:00 საათზე ჩანიშნულ პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირეტორის ნიკა გვარამიას პოსტიდან გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებს. მიზეზად ხელმძღვანელის მიერ არჩეული სარედაქციო პოლიტიკა სახელდება, რომელიც ნინო ნიჟარაძის მოსაზრებით, არხის დისკრედიტაციას იწვევს.

აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას თქმით, მის გადაყენებას ის ადამიანი აპირებს, ვის საკუთრებასაც ის იცავს:

„აგერ მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები - იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენს“- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია