საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


" კაცები ცეკვავენ სამაიას" - ლია უკლებას ნახატი

personuser access_time11-07-2019, 15:30


ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლია უკლებამ კაცებს სამაიას სამოსი ჩააცვა.

როგორც მხატვარი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ნინო სუხიშვილმა თქვა, რომ ანსამბლში „გეი“ მოცეკვავე არ არსებობს.

„ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ანსამბლმა სუხიშვილებმა განცხადება გააკეთეს, კონკრეტულად კი ნინო სუხიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ანსამბლში არ არსებობს „გეი“ მოცეკვავე. მისი ეს განცხადება ცოტა გაუგებარი და გამაღიზიანებელი იყო. სწორედ ამიტომ, დავხატე მამაკაცები, რომლებიც ასრულებენ „სამაიას ცეკვას“. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავი იგრძნოს კომფორტულად იმ იდენტობაში, რომელი იდენტობაც მისთვის კომფორტული და მისაღებია. - განაცხადა მხატვარმა ლია უკლებმა.

„კაცები ცეკვავენ სამაიას“ - ასე დაასათაურა მხატვარმა მისი ახალი ნამუშევარი.
შეგახსენებთ, ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორმა, ლევან აკინმა გამოცემა The Guardian-თან განაცხადა, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა“, „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ“.

ავტორი:2
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია