ძლიერი ხანძარი მოსკოვის თბოელექტროსადგურთან, არის მსხვერპლი

სტატიის ავტორი

მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან" ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ვერტმფრენით პოდოლსკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, დანარჩენს კი სასწრაფო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე.
ხანძარს 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი აქრობდა.
ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა.

ავტორი:2скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх