საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ..."

personuser access_time12-07-2019, 13:22


რამდენიმე დღის წინ ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საბავშვო გადაცემების წამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„...მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა...

როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიყო სიტყვა ,,მეზიზღება,,. 30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა . ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს, რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა...რატომ ???? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ...

ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში ... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა... მიყვარხარ“, - წერს ნათია ბანძელაძე.

ავტორი:2скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია