საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორში, კომბინატის დასახლებაში 12 ნაძვი მოჭრეს

personuser access_time12-07-2019, 14:03


გორში, კომბინატის დასახლებაში ნაძვების გაჩეხვას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წიწვოვანი მცენარეები შინდისის 16 ნომერში რამდენიმე დღის წინ ისე მოჭრეს, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას სთხოვენ. "არ უნდა მოჭრა არც ერთი ხე, არც ერთი ნაძვი. არაფერს არ რგავენ მოჭრით კი ჭრიან"- ამბობს ერთი ადგილობრივი.
კომბინატში ამბობენ, რომ ხეების მოჭრა სამომავლო ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის. მათი აზრით წიწვოვანი მცენარეები ამ ტერიტორიაზე სუფთა ჰაერს უზრუნველყოფდა, რაც მათ ჯანმრთელობაზეც აისახებოდა. დასახლებაში ამ დრომდე არ იციან რატომ გახდა საჭირო ნაძვების მოჭრა, თუმცა ამბობენ, რომ გარემოზე ამ სახით მიყენებულ ზიანს ვერაფერი გაანეიტრალებს. "ალბათ ვიღაცამ შეისყიდა ვფიქრობ, მაგრამ მე ვინ გამაგებინებს, მიმდებარე ტერიტორიაზეც სულ მოჭრილია. ჩვენ ვინ შეგვეკითხება დაბალ მშიერ ფენას?! ვისთან მივიდეთ, ვის ვუთხრათ?!"- შემოგვჩივლა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ნაძვების მოჭრის საჭიროებას გორის მერიაში განმარტავენ. თავზარაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ წიწოვანი მცენარეები მოჭრას ექვემდებარებოდა და ამის შესახებ დასკვნა შესაბამისმა კომისიამ დადო. როგორც გორის მერიაში განაცხადეს, ამ ადგილას სკვერის მოწყობა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჯება იგეგმება. "კომისიამ შეისწავლა 35-40 ძირი ნაძვი დგას აღნიშნულ ტერიტორიაზე, აქედან 12 უკვე დაავადებული იყო რაც სხვა წიწვოვანებისთვისაც საშიშროებას წარმოადგენდა და სწორედ ამ 12 დაავადებულ ხეზე გაიცა ნებართვა, რომ მოჭრილიყო. მერიის მიერ მითითებულ ამ ადგილას სამჯერ მეტი რაოდენობის ე.წ. ვერცხლის ნაძვები დაირგება"- აღნიშნა თეიმურაზ კალმახელიძემ გორის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა.
კომბინატის დასახლებაში მოჭრილი ნაძვების ადგილას სკვერს სამშენებლო კომპანია "იბოლია" საკუთარი სახსრებით მოაწყობს. როგორც გორის მერიაში გვითხრეს სამუშაოებისთვის კომპანია 12 ათას ლარს დახარჯავს და მცენარეებსაც დარგავს.

ავტორი:2

скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია