საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სა­ბერ­ძნეთ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ

personuser access_time12-07-2019, 15:04


მე-6 დღეა სა­ბერ­ძნეთ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.მ-ს ძი­ე­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი და საქართველოს საკონსულო საბერძენთში.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ სო­ფელ სა­მე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო სა­ბერ­ძნეთ­ში ლ.მ დე­დამ­თილ­თან, მულ­თან, მე­უღ­ლე­სა და ხუთი თვის შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

და­კარ­გუ­ლის მული AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და უც­ნობ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

როგორც დაკარგული გოგონას მამამ აღნიშნა, მან შეატყობინა საქართველოს საკონსულოს შვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი მამაკაცთან ერთად გაიქცა.

„რამდენიმე საათია, რაც თურქეთის საზღვარი გადმოვედი. ბიჭს თვითონ აქვს ბევრი დანაშაული, რაც წაიყვანა იმ დღიდან დაწყებული. მე არაფერი არ მაინტერესებს, რაც უნდა ის თქვას და ის იფიქრონ. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ დღეს. ჩემი ქალიშვილი არ დამკავშირვებია, მე-6 დღეა, არ ვიცი მკვდარი არის თუ ცოცხალი. როგორც ამბობენ განცხადება დაწერილი ჰქონდათ პოლიციაში, მაგრამ არაფერი არ ჰქონიათ დაწერილი. მე თვითონ დავრეკე საელჩოში და მე ავუხსენი ყველაფერი. მას შემდეგ, რაც საელჩომ მოსთხოვა პასუხები უკვე ათას რაღაცას ამბობენ. ჩემი შვილის ქმარი სამი დღეა არ მპასუხობს. ჩემი შვილი მინდობილობით გავუშვი, ადვოკატი ბიჭის ახლობელია და ახლა ისიც არ მპასუხობს“, - ამბობს ჯიმშერ მოწყობილი.

ავტორი:2скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია