საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პედაგოგთა გამოცდაზე სახალისო შემთხვევა მოხდა

personuser access_time12-07-2019, 16:49


პროფესიული უნარებში პედაგოგებმა გამოცდა 10-11 ივლისს ჩააბარეს. წელს მასწავლებელთა გამოცდაზე 31500-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან
10 000-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველია.

მაგალითად, ქუთაისის #41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა.

ამ ინფორმაციას ქუთაისის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გაიცანით ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში. შემდეგ მოშივდა. ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს. მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტრიება გააგრძელა. პატარა გიორგი კი მამიკოს დავუბრუნეთ“, - წერს სოციალურ ქსელში .

ავტორი:2скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია