„მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ" ერევნით"

სტატიის ავტორი

„პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოსკოვში პარტიული მივლინებით მიემგზავრებიან.
კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია, რა მარშრუტით მიდიან მოსკოვში, ადა მარშანია პასუხობს და ამბობს: „მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ" ერევნით".
ამასთან, ადა მარშანიამ რუსეთში დაგეგმილი ვიზიტზეც ისაუბრა.
„ვლადიმერ პუტინის განცხადებაში ყველაზე მძიმე ჩვენი მოსახლეობისთვის გენოციდზე საუბარი იყო. უნდა გესმოდეთ, რომ მოლაპარაკებას ასეთ მძიმე ფონზე თავისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. თუ ადამიანთან სალაპარაკოდ მიდიხარ, აქედან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მათ რომ დავინახავ, უნდა დავარტყა თუ გამარჯობა უნდა უთხრა და ისაუბრო იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები დამძიმდა. პრინციპში, ზოგადად, პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ აღიქვა მისი პასაჟი გენოციდზე. დავაფიქსირებთ და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში", - აღნიშნავს მარშანია.
„პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტითან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი:2скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх