საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


შემზარავი ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა - არიან დაშავებულები და გარდაცვლილები

personuser access_time13-07-2019, 22:09


მსხვერპლით დასრულდა ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. არიან დაშავებულებიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ქობულეთის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაცვლილი კი პროზექტურაში გადაასვენეს.



თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს 3 მინივენი შეეჯახნენ. დაშავებულები სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათივე მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.



”TV 25" - მომხდარის დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.

წყარო: tv 25.ge

ავტორი: 1скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია