,,სასწრაფოს ექიმს, ცოცხალი ადამიანი მიცვალებული ეგონა და პარკში ახვევდა..." - "სახალხო კონტროლის" პროდიუსერი შემზარავ ავარიაზე წერს

სტატიის ავტორი

გადაცემა "სახალხო კონტროლის" პროდიუსერი, მარიკა ხიდურელი სოციალურ ქსელში ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე წერს, რომლის დროსაც ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.
"მოკლედ, აჭარაში მიმავალები, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, საშინელ ავარიას შევესწარით. მინივენი და ჯიპი ერთმანეთს შეეჯახა, ერთში ირანელები ისხდნენ, მეორეში პოლონელები. მძღოლები ქართველები. დაშავებულები ორივე მხარეს იყვნენ. სასწრაფოს ექიმმა გადაწყვიტა, რომ ერთი დაშავებული უკვე გვამი იყო და პარკი მოიმარჯვა მიცვალებულის გასახვევად. ამ დროს ადგილზე აღმოჩნდა ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი ნატა ფირცხალავა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მძღოლი ცოცხალი იყო. ამისთვის კი პულსის გასინჯვა იყო საჭირო. მანამდე კი, სასწრაფოს მოსვლამდე ხუთს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. რომ არა ეს ქალბატონი ცოცხალ, გონებადაკარგულ ადამიანს გზაში მოკლავდნენ. კარგით რაა, პულსის გასინჯვას რაღა უნდა" - წერს პროდიუსერი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх