საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"

personuser access_time16-07-2019, 15:00


მწერალი ალექსი ჩიღვინაძე ლისის ტბის მიმდებარედ არსებულკი საბავშვო მოედნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ჩიღვინაძის თქმით, ლისის ტბაზე ასულებს ორი საბავშვო მოედანი დახვდათ, კერძო და საჯარო სათამაშო მოედნებს ღობე ჰყოფს, კერძო მოედნისგან განსხვავებით, რომელიც მოწესრიგებულია, საჯარო მოედანი ნაგვით სავსე და მოუწესრიგებელია. კერძო სათამაშო მოედანზე შესვლა 5 ლარი ღირს.

„დილით ავედით ლისის ტბაზე და ვხედავთ სათამაშო მოედანს და ვიფიქრე, ყოჩაღ მერიას რა კარგი რამე გაუკეთებია: შემოღობილი, ხის ქოხები სხვადასხვა მასალით, ხიდები, სასრიალოები, საქანელები, დიდი საქვიშე. ტომამ ხელები დაიკაპიწა. მივდივართ და დაკეტილია. თურმე ჯერ არ არის გახსნილი, რადგან კერძოა და ისედაც ერთი საათი ღირს 5 ლარი. ზუსტად გვერდით არის მერიის გაკეთებული სათამაშო მოედანი: ნაგავი, ბიჩოკები, უწესრიგოდ მიგდებული რამდენიმე აიწონა-დაიწონა, ერთი უხეირო სასრიალო, ჩრდილიც არ ადგება... როცა კერძო ხეებშია ჩაფლული. ფოტოებზე მიხვდებით რომელი რომელია. ჰოდა, პოზიტივზე ვისაუბროთ კი არა, ბავშვები გაიზრდებიან და ცოტა ხანში კორდონებისთვის არც ავტობუსები გეყოფათ, არც პოლიციელები და არც ფარები. კერძო და საჯარო სათამაშო მოედნებს ჰყოფს ღობე. ანუ ბავშვები ვის მშობლებსაც აქვთ 5 ლარი და ვისაც არა აქვთ, უყურებენ ერთმანეთს. იმ მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში და რატომ არ აქვთ მათ შესვლის უფლებაც კი. როცა შეეძლო მერიას რამდენიმე ათასი ლარით მეტი დაეხარჯა და გაეკეთებინა ზუსტად ისეთივე სათამაშო მოედანი, როგორიც ის კერძოა და ყოფილიყო ყველა ბავშვისთვის. სათამაშო მოედნები უმნიშვნელოვანესია ბავშვების განვითარებისთვის და ერთდერთი ქვეყანა, სადაც ამ კუთხით ასეთი კატასტროფა ხდება არის რუსეთი. საქართველოს სათამაშო მოედნები ერთ-ერთში იმეორებს რუსეთისას, უფანტაზიოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული პლასტმასის უხარისხო ობიექტები, შხამიანი ფერები, შემოუღობავი, დანაგვიანებული. როცა ევროპაში ჩართულები არიან სპეციალისტები და არცერთი Playground ერთმანეთს არ ჰგავს, რადგან იქ ბავშვები უყვართ და აფასებენ. ჰოდა, ვიღაც იმ გავრილოვის დანახვისას კი შეძრწუნებულხართ ეს პოლიტიკოსებიც, მაგრამ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასეთი რაღაცეებით რომ დაიწყოთ, არა? არ ვიცი, ვინ დავთაგო და რა აზრი აქვს ამ დათგვებს, მაგრამ მერიის თანაშმრომლები უნდა მყავდნენ ფრენდებში და გადაეცით რა უფროსს, რომ პოზიტივზე ჭორაობა თუ უნდა, მხოლოდ კარგ და ხარისხიან სათამაშო მოედნებზე იქნება ამის ადგილი.“- წერს ალექსი ჩიღვინაძე.


ავტორი: შოთიკო სადაღაშვილიскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია