საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


უსუფაშვილი – კარგია ივანიშვილმა რომ ხმა ამოიღო, იმედია, კიდევ 2-3 თვით არ მოგვანატრებს თავს

personuser access_time17-07-2019, 16:33


“შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ კარგია ივანიშვილი საჯაროდ რომ გამოჩნდა.

უსუფაშვილის განცხადებით, წესით ივანიშვილმა თითქმის ყოველდღე მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკური განცხადებები უნდა აკეთოს.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ კარგია ივანიშვილმა რომ ხმა ამოიღო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ევალება, რომ თითქმის ყოველდღე მიმდინარე მოვლენებზე პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. იმედია, კიდევ 2-3 თვით არ მოგვანატრებს თავს.

გახარიას თაობაზე გაკეთებული განცხადება სიახლე არ ყოფილა. გასაგებია, რომ ესაა შეთანხმებული პოზიცია გახარიას, ივანიშვილისა და “ოცნების” სხვა ლიდერების. ვთვლი, რომ მცდარი პოზიციაა, მაგრამ ამ აზრზე არიან”, – აცხადებს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ივანიშვილმა გახარიას გადადგომაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ახლა შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.

ივანიშვილი შეეხო პარლამენტის წინ და ასევე შეკვეთილის წინ მიმდებარე აქციებს, სადაც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ორივეგან 200-200 კაცზე მეტი ვერ გროვდება.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია