საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება (ვიდეო)

personuser access_time17-07-2019, 16:35


საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

ის ქართველ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არა ვიღაც ფულის მეშოკი.

“მე დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ. ის, რა თქმა უნდა ცდილობს გაამხნევოს მისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი, რადგან ყველა ხვდება რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს. იმ პირობებში როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდივიდან, უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქებმა წააგეს სომხეთი და საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს.

ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თვითონ გასცა . ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი დადებით პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით. საქართველოს სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკის მთავარ ხელშემწყობათ “ნაციონალური მოძრაობას” მიიჩნევს.

გამოკითხვებში, სადც არის ცდომილება, ნაციონალური მოძრაბა ლიდერობს. ამ ყველაფრი ფონზე, როგორც არასდროს ჩვენ გვმართებს გაერთიანება. ჩვენ გვაქვს საქმე ძალინ დამფრთხალ, დაშინებულ საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. როცა ივანიშვილი გვპირდება სექტემბრიდან ყველაფრის დალაგებას, ამით ყვეაფერი უარისკობისკენ მიდის. საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, აღარ აქვს ამ ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე სიარულის დრო.

საქართველო არის ძალინ დიდი პერსპექტივის ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გადალახავს ეკონომიურ სიძნელეებს , ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის მშვიდობიანი დასრულება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა რიგგარეშე არჩევნებია, ახალი ევროპული ბაზის ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა , თუნდაც ახალი ოლიგარქების, მაგალითად ხაზარაძე, რომელიც მოძვრება ხელისუფლებისკენ და ეს ჩვენ აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხი უმნდა იყოს ბატონ პატრონი ამ ქვეყნის და არა ვიღაც ფულის ტომარა. ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით” – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა , რომლის მუშაობაში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი.

ავტორი: 1скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია