სოფი ონიკაშვილი და სოსო იოსელიანი - საქართველოში დაბრუნებული ფერეიდნელი ქართველების ოჯახი

სტატიის ავტორი

სოფი ონიკაშვილი ერთ-ერთია იმ ფერეიდნელ ქართველებს შორის, რომელმაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება შესძლო. ის ფერეიდანის რეგიონში, მარტყოფში დაიბადა და გაიზარდა.

საქართველოში პირველად 23 წლის ასაკში ჩამოვიდა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. აქვე დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და მალევე, ოჯახიც შექმნა. მეუღლეც ფერეიდნელი ქართველია.

სოფის და მის ოჯახს ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ. ფინანსური პრობლემების გამო რეზიდენტურა ვერ დაამთავრა და ამიტომ პროფესიით მუშაობას ვერ ახერხებს. ირანელი გურჯები ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს დატოვება მატერიალური პრობლემების გამო არ მოუწიოთ.

“ ირანში უზრუნველი ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნება ვარჩიე. გული მწყდება რომ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი პროგრამა ჩვენთან დაკავშირებით. საქართველოში ფერეიდნელი ქართველების ყოფნა -არყოფნის საკითხი ნაკლებად აღელვებთ თითქოს. ეს კი, განაპირობებს იმას რომ ირანელი გურჯები ისტორიულ სამშობლოში ან არ ჩამოდიან, ან უკვე ჩამოსული იძულებული არიან უკან, ირანში დაბრუნდნენ“- ამბობს სოფი.



სოსო იოსელიანმა სოფი ფერეიდანში გაიცნო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დაოჯახდნენ. აქ დაიბადნენ მათი შვილები, ორი ბიჭი ჰყავთ. ბავშვებმა სპარსული არ იციან - საუბრობენ, წერენ და კითხულობენ მშობლიურ ენაზე, ქართულად.

“ჩემთვის მთავარი საზრუნავი შვილების ღირსეულ ქართველებად აღზრდაა”- ამბობს სოსო. ის მშენებლობაზე და რემონტზე მუშაობს. თუმცა, მისი სამსახურიც არ არის სტაბილური.





ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх