საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“ფერეიდნიდან საქართველომდე“- ეთო ბეგლარაშვილის შექმნილი ფეისბუკ გვერდი საზოგადოების ინფორმირებისთვის

personuser access_time18-07-2019, 14:14


“ფერეიდნიდან საქართველომდე“ -ასე ჰქვია საჯარო ჯგუფს ფეისბუკზე, რომელიც ეთო ბეგლარაშვილმა 2012 წელს შექმნა. რა სახის მასალასაც საქართველოდან უცხო მხარეში გადასახლებულ ქართველებზე მოიპოვებდა, აქ ტვირთავდა და ცდილობდა თემით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ინფორმაცია სიღრმისეულად მიეწოდებინა.

ამ გვერდის შექმნის იდეა, თურქეთში ცხოვრების დროს დაებადა. 2 წელი იყო იქ და მაშინ გადაწყვიტა სამშობლოდან გადასახლებული ქართველების შესახებ ინფორმაცია ფართოდ მოეძიებინა. მაშინ დაინტერესდა ირანელი ქართველებითაც. მიზანი ერთი ჰქონდა - ყველასთვის გაეგებინებინა ის, რომ ფერეიდნელი ქართველები, ქართველები არიან. ამის დასტურად კი, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გვერდის გამომწერებს დღემდე ბევრ ამბავს უყვება.

ეთოს აზრით ისტორიულ სამშობლოში საცხოვრებლად დაბრუნებული ირანელი ქართველები, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ის იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამოც შესაძლოა მათ ისევ მოუწიოთ სამშობლოს დატოვება.



“ ქართველები სპარსეთში“- ეს არის წიგნი, რომლის ერთი ეგზემპლარიღა არსებობდა და მისი აღდგენისა და ხელახალი ტირაჟით გამოცემის ხარჯი ეთოს მეუღლის ოჯახმა გაიღო.

ეთო და მისი მეუღლე იმ ადამიანებს შორის იყვნენ, ვინც, ფერეიდანში ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები ჩაიტანეს და იქ მცხოვრებლებისთვის ქართული ბიბლიოთეკა შექმნეს.



ავტორები: მთათია გოგოლაძე; მამუკა მერებაშვილიскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია